VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
Roscosmos-ის გენერალური დირექტორი, დიმიტრი როგოზინი ლვოვში მსახიობ ანჯელინა ჯოლის ვიზიტს გამოეხმაურა და ლექსი მიუძღვნა. მისი ლექსი უცხოურ მედიაში გავრცელდა.
როგოზინი ამბობს, რომ იგი ანჯელინა ჯოლით იმედგაცრუებულია და მსახიობს დონბასში იწვევს.
„ანჯელინა, აქამდე ლექსი არ დამიწერია, მაგრამ თქვენ, მეგობარო, იმედი გამიცრუეთ, ასე რომ ვწერ...
მობრძანდით ჩვენთან, დონბასში! აქ არის არაყი, ლუდი, კვასი, გვაქვს სენდვიჩიც.
ლამაზმანს არ აწყენინებს ჩვენი სასტიკი ჯარისკაცი, ფილმში ჰყავხარ ნანახი და როცა კვლავ გხედავს, ბედნიერია“,- წერს როგოზინი.
ცნობისთვის, ამერიკელი მსახიობი და UNISEF-ის კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი უკრაინაში ჩავიდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ლვოვს ჰუმანიტარული მისიით ეწვია. მსახიობი და გაეროს მისიის წარმომადგენლები ლტოლვილებს ეხმარებიან. ანჯელინა ჯოლიმ ლვოვში კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვებიც მოინახულა.