ქმარმა ცოლი მაკიაჟის გარეშე ნახა არ მოეწონა და გაშორდა - განქორწინების ყველაზე სახალისო მიზეზები

განქორწინება

ქორწინებების დაახლოებით 50%  განქორწინებით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ განქორწინების პროცენტი ყოველწლიურად იზრდება, განქორწინების მიზეზები წლიდან წლამდე სულ უფრო უცნაური ხდება.

ეგვიპტეში 17,000 წყვილი Candy Crush-ის გამო დაშორდა:

მთელ მსოფლიოში განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეგვიპტეში ვლინდება.  2018 წლის მონაცემებით ეგვიპტეში ოჯახების დანგრევის  მთავარი მიზეზი Playstation და Candy Crush-ია.  დაახლოებით 17 000 ოჯახში სწორედ თამაშის Candy Crush-ის გამო დაინგრა, რადგან ეს თამაშები მასზე დამოკიდებულებით ხასიათდება, რაც უფსკრულს აჩენს წყვილებს შორის. ასეთი ელექტრონული თამაშები ძალადობისა და დანაშაულის ესკალაციას ახდენენ.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ქალი განქორწინებას  იმის გამო ითხოვს, რომ ქმარს ის ზედმეტად უყვარს:

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ქალი ქმართან განქორწინება იმიტომ ითხოვს, რომ მისი სიყვარული ზედმეტად ეჩვენება. კაცი ცოლს უვლიდა და არასდროს კამათობდა მასთან. მას სურდა რომ ყოფილიყო კეთილი ქმარი, თუმცა ცოლს არ სურდა უპრობლემო ქორწინება, შესაბამისად ქალმა განქორწინება მოითხოვა.

2012 წელს ქალი ქმარს იმის გამო დაშორდა, რომ მას საიდუმლოების შენახვა არ შეეძლო:

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ 38 წლის მარიამ ადუნიმ ქმართან გაყრა გადაწყვიტა, რადგან კაცს არ შეეძლო შეენახა რაიმე საიდუმლო. ოჯახურ საქმეებს კი ნათესავებს და მეგობრებს უზიარებდა. საბოლოოდ წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა.

ქმარმა ცოლი მაკიაჟის გარეშე ნახა არ მოეწონა და გაშორდა:

2016 წელს ახალდაქორწინებული არაბი წყვილი დუბაიში ალ მამზარის სანაპიროზე საბანაოდ წავიდა, სადაც ქალმა მაკიაჟი ჩამოიბანა. 34 წლის კაცმა მაშინვე განქორწინება მოითხოვა, რადგან მან თავის 28 წლის მეუღლე ვერ იცნო. კაცმა განაცხადა, რომ ცოლმა ამდენი კოსმეტიკური საშუალებებით მოატყუა.

სოციალურ ქსელში ფოტოების გამოქვეყნების გამო კაცი მეუღლეს რამდენიმე საათში დაშორდა:

2016 წელს საუდის არაბეთიდან საქორწინო მოგზაურობაში წასული წყვილი რამდენიმე საათში დაშორდნენ, რადგან პატარძალი  Snapchat- ს იყენებდა. წყვილი წინასაქორწინოდ  შეთანხმდა, რომ პატარძალი არ გამოიყენებს სოციალურ მედიას, როგორიცაა Instagram , Twitter ან Snapchat მათი ქორწილის დროს. თუმცა, პატარძალმა შეთანხმება დაარღვია, რაც გაშორების მიზეზი გახდა.

ინდოელი ქალი ქმარს გაშორდა რადგან  კაცმა სახლში საპირფარეშოს აშენებაზე უარი განაცხადა:

2015 წელს ინდოელი ქალი გაშორდა ქმარს, რადგან კაცმა უარი თქვა მათ სახლში ტუალეტის აშენებაზე. ხუთი წელი ქალს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მინდორში დაღამების შემდეგ უწევდა.  ინდოეთში ქალებს უფლება აქვთ გაშორდნენ ქმრებს სახლში ტუალეტის აშენებაზე უარის თქმის გამო

2014 წელს ქალმა ქმართან განქორწინება  Frozen-ის ზიზღის გამო მოითხოვა:

2014 წელს ქალმა ქმართან განქორწინება იმის გამო მოითხოვა, რომ კაცს დისნეის ფილმები არ მოსწონდა. ქალს სურდა, რომ მის მეუღლეს მულტფილმი „გაყინულები“ ენახა, ფილმის დასრულების შემდეგ კაცი იმედგაცრუებული იყო, რის გამოც ქალმა 6 წლიანი ურთიერთობა დაასრულა.