„წვიმა, ძლიერი ქარი და შტორმი“ - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება!
1744025407
აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი საბანაოდ დასაშვებ ნორმაშია. თუმცა, ხარისხობრივი მაჩვენებელი რეგიონის სანაპირო ზოლში მაინც განსხვავებულია და ყველაზე სუფთა წყალი კვლავ სარფშია.
წყლის სინჯებმა აჩვენა, რომ საბანაოდ ასევე კარგია გონიო, კვარიათი, მწვანე კონცხი და ქობულეთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან წყალი დაბინძურებულია.
ბანაობა ყველგან დასაშვებია და ზღვის წყალში ისეთი ბაქტერიების მაჩვენებელი, როგორიცაა ოქროსფერი სტაფილოკოკი, ნაწლავური ჩხირი და სალმონელა ნორმაშია.
ცნობისთვის, აჭარის სანაპირო ზოლში გარემოს დაცვის სამმართველომ ივლისის ბოლო კვლევა ერთი კვირის წინ ჩაატარა. ზღვის სეზონზე წყლის ხარისხის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ყოველ ათ დღეში ტარდება.
სულ, 8 წერტილში, სანაპიროდან 50 მეტრის რადიუსში, იღებენ სინჯებს.