ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
XI კლასის მოსწავლემ, ლიზი დარჩიამ კონკურსის გზით, HMC (ბრიტანეთი) და ASSIST (აშშ) სასტიპენდიო პროგრამებში დაფინანსება მოიპოვა.
ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ცნობით, ლიზიმ უპირატესობა ASSIST-ს მიანიჭა და სექტემბრიდან, სრული დაფინანსებით (75 000 აშშ დოლარი) გააგრძელებს სწავლას ამერიკის კერძო სკოლაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 50 საუკეთესო სკოლაში შედის.
„აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტში კონკურენცია იყო ძალიან მაღალი. ბრიტანეთში სასწავლებლად შეარჩიეს 10 საუკეთესო მოსწავლე საქართველოდან, ხოლო აშშ-მ მხოლოდ ერთს - ლიზის მისცა სრული დაფინანსება.ვულოცავთ ლიზის ამ უდიდეს წარმატებას და ვიმედოვნებთ, იგი კვლავ გვასახელებს მომავალშიც,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.