ქართველი გოგო Coldplay-ს სოლისტს შეხვდა - როგორი იყო მისი პირველი ემოცია

ქართველი

ქართველი ჟურნალისტი სოფო კორტავა, რომელიც წლებია ფრანკფურტში ცხოვრობს და სასტუმროს მიმართულებით მუშაობს, ცნობილი ბრიტანული ჯგუფის „ქოლდფლეის" სოლისტთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

კრის მარტინს ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა.

„მეც კი მიჭირს დაჯერება ისეთი ამბავი შემემთხვა. ევროპული ტურნე აქვს „ქოლდფლეის" გერმანიის მასშტაბით, დღეს ფრანკფურტის სტადიონზე მისი კონცერტი გაიმართება, მე სტადიონის გასტრონომიის, "ვიაიპ" განყოფილების თანამშრომელი ვარ, მართალია ქანცი გამწყდება ვიცი, მაგრამ კრის მარტინის შოუ ალბათ ყველამ იცით.

საოცრებებს ჩადის სცენაზე. მისი Fix you კი სიმღერაზე მეტია ჩემთვის ამიტომ მუშაობას დავთანხმდი.

დაახლოებით 15 წუთის წინ, სასტუმროში სადაც ვმუშაობ, სმენის დასრულებამდე , მენეჯერის ასისტენტი მირეკავს, რომ მიმღებში დავდგე და სტუმარი სპა განყოფილებამდე მივაცილო და ჰოი საოცრებავ, არც მეტი არც ნაკლები კრისი მოდის აჩაჩული შარვლით და მორცხვობს, ხელს ვართმევ და ჩემი სახელი და გვარის წაკითხვას ცდილობს, ვეუბნები, რომ სოფია ვარ საქართველოდან და თვითონ მპასუხობს, რომ კრის ჰქვია ვიცინი ხმამაღლა და მავიწყდება ყველაფერი ხალათს მთხოვს და გასახდელ ოთახს, 20 ნაბიჯი ერთად გავიარეთ, დავითვალე, თან ვუხსნიდი რა სად იყო.

ფოტოების გადაღება აკრძალული გვაქვს ასეთ დროს, ტელეფონი ამოვიღე, გავრისკავ თქო ვიფიქრე მაგრამ ვერ შევძელი, დიდი ალბათობით სასტუმროს პრობლემებს შევუქმნიდი და ჩემს კარიერასაც. კატეგორიული მოთხოვნა აქვთ, რომ ფოტოები არ გადავიღეთ.

რა უცნაურია ცხოვრება, ქრის დე ბურგსაც ჩავუარე ერთხელ სამსახურში. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, კრის მარტინის ხელებზე და დაძინება მიჭირს. საოცრად უბრალოა, საოცრად“,- წერს სოფო კორტავა.