თიკო ტურაბელიძე

„ილოცეთ, გული არ გაუსკდეს ფრენის დროს…“ - ქუთაისში მოკლული გოგოს დედა საქართველოში დღეს ჩამოფრინდება

ქუთაისში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალი თიკო ტურაბელიძეა. გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა. მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს სასიკვდილო დაზიანება დანით ყელის არეში მიაყენა.

ფაქტის შესახებ შოთო სიხარულიძეც წერს. როგორც იგი ამბობს, თიკოს დედა ემიგრაციაში ყოფილა. ქალი საქართველოში უკვე გამოფრინდა. 

„ემიგრანტის შვილს ყოფილმა ქმარმა ყელი გამოჭრა ქუთაისში (ცოლ-ქმარს დავა საერთო შვილზე ჰქონდათ.) დანა სულ თავში და ყელში ურტყა, ადგილზევე მოკლა...

თიკო ერთი შვილი ყავდი შენს დედას და მოუკლეს... ღმერთო შენ მიეცი გაძლება ემიგრანტ დედას ჰო შენს გამო ემიგრანტად ქცეულ დედას.... წლების უნახავ შვილს დღეს გნახავს და ვაი ამ ნახვას და ჩაეხუტება შენს გაყინულ სხეულს...

“ემიგრანტებო ქალბატონი ცირასთვის ილოცეთ გული არ გაუსკდეს, მისი რეისი უკვე აფრინდა, მონატრებული ერთადერთი შვილი თიკო ტურაბელიძე გულში მაგრად უნდა ჩაიკრას….”

„ილოცეთ გული არ გაუსკდეს ფრენის დროს… ქუთაისში ყოფილი ქმრის მიერ მოკლულის თიკო ტურაბელიის დედა, რომელიც იტალიაში სამუშაოდ წლების განმავლობაში იმყოფებოდა შვილის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დღეს ჩამოფრინდება.

როგორ სიამოვნებით გაგიცვლიდიო ადგილსო ჩემოო! შენ უნდა სთხოვდე ღმერთს შეგვინდეო ცოდვები. მზე დაგიბნელდაო.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტ დედას უკეთილშობილესს ქალბატონ ცირას... აქ სიტყვები უძლურია... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული...

ეს არის ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები ეს ანგელოზები ალბათ იქ სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა იქ სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს.

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის… ერთადერთო როგორ ენატრებოდი ემიგრანტ დედას“,- წერს შოთო სიხარულიძე.