„ქართველები რა ჭკვიანი ხალხია, ეს ფრანგებმა როგორ ვერ მოვიფიქრეთო“ - ქართველი მორაგბის, ჩურჩხელის სიყვარულით შექმნილი ბიზნესი

შალვა სუთიაშვილი

„ქართველი მორაგბე, ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი, წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და სპორტულ კარიერას იქ წარმატებით აგრძელებს.

გარდა სპორტული საქმიანობისა, შალვამ შეძლო და საქართველოს გარეთ გაიტანა ქართული კულტურის ერთ-ერთი ნიმუში „ჩურჩხელა“ და მისი შეძენა სპეციალურად ხდება სარაგბო სამყაროში  ყველაზე ძლიერებისთვის.

როგორც ირკვევა, ჩურჩხელაში არის სწორედ ის დანამატები, რომელიც სპორტსმენებს ენერგიისთვის, პროტეინების სახით სჭირდება.

სუთიაშვილმა დააფუძნა ქართული კომპანია „Suti power - საქართველო“, რომელიც ჩურჩხელას აწარმოებს განსხვავებული დიზაინით.

შალვა სუთიაშვილი: სულ გვესმოდა რომ ჩვენი დიდი წინაპრები მთასავით ხალხი იყვნენ, ჯანმრთელები, ძლიერები…ეს საიდან მოდიოდა? – ყოველთვის მჯეროდა, რომ ადრე  წინაპრებს ისეთი საკვები ჰქონდათ, რაც სპორსტმენისთვის მისწრება იქნებოდა. ერთი-ერთი ასეთი  ჩურჩხელა იყო – მთელი ჩემი ოჯახის საყვარელი ნუგბარი.

როდესაც საფრანგეთში საცხოვრებლად ჩამოვედი, ყოველთვის მიგზავნიდნენ, თუ მე ჩამოვდიოდი საქართველოში, ვცდილობდი, საფრანგეთში თანაგუნდელებისთვისაც ჩამეტანა. ამასობაში, დავაკვირდი, რომ არაპრაქტიკული იყო  ამ პროდუქტის ზომა, ფორმა, მასში ძაფის აღმოჩენა უამრავ კითხვას იწვევდა, ხშირად  პრობლემა იყო ხარისხთან დაკავშირებითაც. ბოლოს ისე  ჰქონდა ჩურჩხელას  სახელი გატეხილი, „მასუქარას“ უძახნენ. არადა, არავითარი მასუქარა არ არის ეს პროდუქტი, თუ ნატურალური ფორმულის შესაბამისად მომზადდება.  ნუტრიციონისტებთან ერთად შევისწავლე – გასუქებას იწვევს გლუტენი და შაქარი. ზოგი ბადაგის ეკონომიის მიზნით შაქარს უმატებდა წყალგარეულ  სითხეს და შემდეგ ბევრ ფქვილს მოიხმარდა  გასასქელებლად. ეს, ბუნებრივია, პროდუქტის ხარისხს აფუჭებდა.

ერთ დღესაც, ჩემმა დამ კარგი ადამიანი გამაცნო, რომელიც პატარა-პატარა ჩურჩხელებს ამზადებდა. ეს კანფეტივით ფორმები ჩემთვის ძალიან მისაღები აღმოჩნდა. იდეა ავიტაცე,  საფრანგეთში წამოვიღე. ამ დროს უკვე  ბიზნეს-განვითარებას ვსწავლობდი და  გადავწყვიტე 

დიპლომი სწორედ ამ თემაზე დამეწერა, შემდეგ კი, მეცადა საფრანგეთში რამდენად მისაღები იქნებოდა ჩურჩხელას თანამედროვე, კანფეტის ფორმებით მიწოდება. მეუღლესთან ერთად ყველაფერი გავიარეთ, დავწერეთ, მალე წარმოებაც დავიწყეთ. იდეა კომერციულად აქტიური და საკმაოდ საინტერესო გამოდგა. თუმცა, დრომ გვაჩვენა, ამ პროდუქტს  არაერთი „სისუსტე“ ჰქონდა. სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: რა შეიცვლება პაციენტთა საზღვარგარეთ მკურნალობისას, ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში

შესაძლოა, პრობლემა შეექმნას ელექტროენერგიის მიწოდებას, ოპტიკურ სისტემებს... - კიდევ რა პრობლემებს შექმნის სუპერ შტორმი მზეზე

როდის დასრულდება რთული და ემოციური პერიოდი ასტროლოგების პროგნოზით - „16 ნოემბერს, დილით არაფერი დაგეგმოთ“