როდის დასრულდება რთული და ემოციური პერიოდი ასტროლოგების პროგნოზით - „16 ნოემბერს, დილით არაფერი დაგეგმოთ“

ჰოროსკოპი

დღეს, 13 ნოემბერს ახალმთვარეობაა, ახალი ენერგიებით და მომზადებულები უნდა ვიყოთ.

ისედაც ემოციური დღეებია და ახლა იმატებს დაძაბულობა და გაღიზიანება. იყავით ფრთხილი ფინანსებთან. კარგია აღმოსავლური პრაქტიკების შესრულება, მაგრამ ტრავმულობა იმატებს და ფიზიკური აქტიურობისას სიფრთხილე გმართებთ. კარგია სიმშვიდეში ყოფნა. თანაც, მარსი ურანის დაძაბული ასპექტი გველოდება უკონტროლო სიტუაციებისა და აფეთქებების შანსი მატულობს. მთვარე უერთდება მზეს და მარსს და აკონტროლეთ საკუთარი თავი, ემოციებმა სულიერ ტკივილებამდე არ მიგიყვანოთ.

ორშაბათს, ახალმთვარეობა გველოდება მორიელის ნიშანში,13:28-ზე. ამ დღეს მზეც და მთვა­რეც მო­რე­ლის ნი­შან­შია. ემო­ცი­უ­რი და ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი დღეა. ფრთხილად მჭრელ და აა­ლე­ბად საგნებ­თან. იქნება უკონტროლო ემოციები და აგრესიები. ადა­მი­ა­ნე­ბმა შეიძლება გამოავ­ლინონ აგ­რე­სი­აც და ემო­ცი­უ­რო­ბაც. ეცადეთ გაატაროთ, დაივიწყოთ. მოიცილოთ ყველაფერი, რაც შინაგანად განადგურებთ. საღამოსკენ სიტუაცია ცოტათი დარეგულირდება სამშაბათიდანაც, მაგრამ ზოგად დაძაბულობას მაინც იგრძნობთ მომდევნო 3 დღის განმავლობაში.

ცოტა კარგიც ვთქვათ, 14-დან შედარებით კარგი პერიოდი იწყება. თუმცა, ზოგადი პროგნოზი კონკრეტულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს და მაინც „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“. კარგია კომუნიკაცია, საქმიანი შეხვედრები, დეტალებში გარკვევა, ახალი საქმეებისა და პროექტების განხილვა.

იყავით გააზრებული და გათვლილი გქონდეთ თითოეული ნაბიჯი. ეს ყველაფერი საღამომდე. საღამოს მოიმატებს ბუნდოვანება, ილუზიები, გაურკვევლობა. არ ენდოთ უცნობებს, საეჭვო შემოთავაზებებს. არც საკუთარი თავის მოტყუებას გირჩევთ, ნუ გადავარდებით ილუზიებში. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2023 წლის ნოემბერში ოცნებები აუსრულდებათ

გაიცანით, 13 წლის ნუცა გრიგალაშვილი, რომელმაც საერთაშორისო საბავშვო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა

რატომ არ უნდა შეიტანოთ სახლში 2 ცოცხი და რამდენჯერ უნდა გადააბიჯონ ფეხი მას გასათხოვარმა გოგოებმა

რა ხდება ჩვენს ორგანიზმში როცა ცემინებას ვიკავებთ - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ