მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 10-16 ნოემბრის კვირა თითოეულ ადამიანს ძლიერ ენერგიასა და მოტივაციას მიანიჭებს. ზოგიერთ ჩვენგანს ექნება შესაძლებლობა, ყველაფერი თავიდან დაიწყოს, ზოგი კი უკვე დაწყებული საქმეებისა თუ პროექტების დასრულებას შეძლებს. თუმცა, შესაძლოა, პირიქითაც, ამ კვირაში ზოგიერთმა ადამიანმა უენერგიობა იგრძნოს და აღმოაჩინოს, რომ დასვენების დროა.
უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ ასტროლოგიურ პროგნოზს, თუ როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:
ვერძი
მიმდინარე კვირის განმავლობაში უენერგიობა შეგაწუხებთ და შესაძლოა, იმ დავალებების შესრულებაც კი, რომლებსაც აქამდე თავს მარტივად ართმევდით, გაგიჭირდეთ. გექნებათ განცდა, რომ მხოლოდ დაძინება გსურთ. ეს იმის ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა შეჩერდეთ და დრო დასვენებას დაუთმოთ. შესაძლოა, ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში ბევრი პასუხისმგებლობა და სიახლეა. ეს დღეები მოგცემთ შესაძლებლობას, რომ განიტვირთოთ, სამომავლო გეგმებზე დაფიქრდეთ და ზუსტად განსაზღვროთ, რისი გაკეთება გსურთ.
კურო
მიმდინარე კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ძველ შიშებს დაძლიოთ და თქვენი შესაძლებლობებით, კომუნიკაციისა და სიმტკიცის უნარით ყველა გააოცოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, საქმიანი მიმართულებით მეტი წარმატება გელოდებათ. არ არის გამორიცხული, დაწინაურების, განვითარების ან სასურველი პოზიციის მიღების შესაძლებლობა გქონდეთ.
ტყუპები
შეეცადეთ, ამ კვირაში საკუთარ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები გონივრულად განსაზღვროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდეთ. პირად ურთიერთობებში შესანიშნავი ეტაპი გაქვთ. შეძლებთ, რომ თქვენი კავშირი ბევრად უფრო ჰარმონიული და სასიამოვნო გახადოთ. გარდა ამისა, გექნებათ შესაბამისი ენერგია, რომ დაწყებული საქმეები დაასრულოთ და ახალ პროექტებზეც იფიქროთ.
კირჩხიბი
ახლა შეიძლება, უამრავი იდეა გაქვთ, მაგრამ მათი განხორციელება საკმაოდ რთულია. კვირის განმავლობაში შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ და გაგიჩნდეთ განცდა, რომ ყველა საქმემ ერთად მოიყარა თავი. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კვირის დასასრულს ნახავთ, რომ თქვენი შრომა და მონდომება უშედეგო არ იყო და თქვენს ინიციატივებს წარმატების მოტანა მართლაც შეუძლია.
ლომი
ეს კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ახალი გამოცდილება მიიღოთ და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ. ნუ უგულებელყოფთ შემოთავაზებებს, ახალ ინიციატივებს. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც თვითგანვითარების შესაძლებლობას მოგცემთ, წადით სპექტაკლზე, დაესწარით მასტერკლასს, დაგეგმეთ ონლაინ-კურსის გავლა. შესაძლოა, ამ გარემოში თქვენთვის მნიშვნელოვანი კონტაქტები აღმოაჩინოთ.
ქალწული
ამ კვირაში შესაძლოა, ხელმძღვანელთან უთანხმოება მოგივიდეთ, რადგანაც მისი ზოგიერთი დავალების შესრულება გაგიჭირდებათ, ზოგიერთ საკითხს კი თავად ჩათვლით არასაჭიროდ. შეეცადეთ, საკუთარი პოზიცია მშვიდად გამოხატოთ და აგრესიის გამოვლენით დამატებითი პრობლემები აღარ შეიქმნათ. ასევე, მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს იმპულსური გადაწყვეტილების მიღების რისკი აქვთ. კარგად დაფიქრდით, ვიდრე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ...ვრცლად