დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ქართველი მორაგბე, ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი, წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და სპორტულ კარიერას იქ წარმატებით აგრძელებს.
გარდა სპორტული საქმიანობისა, შალვამ შეძლო და საქართველოს გარეთ გაიტანა ქართული კულტურის ერთ-ერთი ნიმუში „ჩურჩხელა“ და მისი შეძენა სპეციალურად ხდება სარაგბო სამყაროში ყველაზე ძლიერებისთვის.
როგორც ირკვევა, ჩურჩხელაში არის სწორედ ის დანამატები, რომელიც სპორტსმენებს ენერგიისთვის, პროტეინების სახით სჭირდება.
სუთიაშვილმა დააფუძნა ქართული კომპანია „Suti power - საქართველო“, რომელიც ჩურჩხელას აწარმოებს განსხვავებული დიზაინით.
რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ, რომ სწორედ შალვა სუთიაშვილის ინიციატივით, ბორჯომში გაჩენილ ხანძართან მებრძოლ გმირებს გაუგზავნეს 5500 ლარის ღირებულების პროდუქტი.
„ოდითგანვე ასე იყო - ომში, ქართველი მებრძოლის მუდმივი თანამგზავრი იყო ჩურჩხელა. ჩვენი, ყველას ყურადღება სამხრეთ საქართველოში გაჩენილი ხანძრისკენაა მიმართული, ესეც ომია - ომი სტიქიასთან.
ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი ვალია, ჩვენი გმირი ბიჭების გვერდით დგომა.
„Suti power - საქართველო“ 5500 ლარის „Suti Power“ -ს საჩუქრად გადასცემს და ამ ფორმით გამოვხატავთ მადლიერებას მათი საქმისადმი.
„Suti power - საქართველო" - ყოველთვის საქართველოს გვერდით. გვჯერა რომ ჩვენი ქმედება გადამდები იქნება და ყველა გვერდში დავუდგებით ჩვენს გმირებს“, - წერია კომპანიის მიმართვაში.
ცნობისთვის, ბორჯომში გაჩენილ ხანძარს 1000-მდე ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა რამდენიმე დღეა ებრძვის.