ქართული უნიკალური მონასტერი, სადაც სანთლის ანთება მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღესაა დაშვებული - ნახეთ, როდის შეძლებთ ტაძრის მოლოცვას

jpg.cr

უნიკალური ქართული მონასტერი, სადაც სანთლის ანთება წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შეიძლება ძველ ლაზეთში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და ის სუმელას სახელწოდებით არის ცნობილი. 

ქართული მონასტერი ლაზეთში, 1 200 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარეობს. ტაძარი 386 წელს დაარსდა. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, რადგან ვიწრო გზებია, რაც ტრანსპორტის  გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.

რაც შეეხება ზამთარს, იქ მისვლა წარმოუდგენელია. ბერები მონასტერში მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, თუმცა კლდეში ნაკვეთი ქალაქი თავის ისტორიას მე-4 საუკუნიდან ითვლის. მას ხშირად ვარძიასაც ადარებენ.

"სუმელა" ლაზურად სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება. სწორედ მაშინ მოღვაწეობდა ყველაზე მეტი ქართველი ბერი ტაძარში. მოგვიანებით, როდესაც თურქეთში მართლმადიდებლური სარწმუნოების შეზღუდვა დაიწყო, ამან ტაძარზეც იქონია გავლენა და მსახურება შეჩერდა.

ბერების საცხოვრებელი მე-19 საუკუნეში აიგო. მე-20 საუკუნეში კი სამონასტრო ცხოვრება შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წელია 15 აგვისტოს, ბერძნული კალენდრით მარიამობას, ტაძარს უამრავი მომლოცველი სტუმრობს და წირვა-ლოცვა აღევლინება.

სხვა დღეებში კი ტაძარში სანთლის ანთებაც კი აკრძალულია.

მხოლოდ მონასტერთან შემორჩენილ ბაზილიკაში შეუძლიათ მომლოცველებს სანთლის ანთება.