"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
იტალია დათანხმდა უკრაინისთვის PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) ფარგლებში, ამერიკული იარაღის შეძენას, – ამის შესახებ „ბლუმბერგი” წერს.
როგორც „ბლუმბერგი” წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ იტალია მზადაა, შეუერთდეს PURL-ის მექანიზმს.
„იტალია თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა ამ პროგრამაში მონაწილეობას და აცხადებდა, რომ უკრაინას შეიარაღების შესყიდვის სხვა შესაძლებლობები გააჩნია“,- აღნიშნეს წყაროებმა.
გასულ კვირას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის 32 წევრიდან ნახევარზე მეტი დათანხმდა, გამოეყო სახსრები, რათა დახმარებოდა უკრაინას ამერიკული შეიარაღების შეძენაში PURL-ის მექანიზმის საშუალებით.