რუსეთმა გასულ ღამეს ხარკოვზე, ხერსონსა და ჩერნიგოვოზე იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

ukraina

რუსეთმა ხარკოვის ცენტრზე საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია ცხრა ადამიანი.

თავდასხმის შედეგად დაზიანებულია, სულ მცირე, 15 საცხოვრებელი სახლი.

ამასთან, ხერსონზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ჩერნიგოვის რეგიონში დრონებით თავდასხმების შედეგად მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი დრონი გათბობის ობიექტს, ხოლო მეორე – ელექტროობიექტს შეეჯახა, რამაც ჩერნიგოვსა და რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდების საგანგებო გათიშვა გამოიწვია.

ამასთან, ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევშიც