რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ახლა ქართველი მწარმოებლებისთვის რძის პროდუქტების მიწოდების ნებართვაზე ემსჯელა - ნახეთ ქართული მხარის პასუხი

რძის პროდუქტი

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ცხოველური პროდუქციის ექსპორტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

"2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართულ ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტების და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.

ცხოველური წარმოშობის პროდუქციითვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად გასულ წელს, ევროპაში უპრენცენდო რაოდენობის თაფლია გასული". - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ცნობისთვის, რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა წამოაყენა წინადადება, 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.