66 წლის ქალს მეათე შვილი შეეძინა - ალექსანდრა ჰილდებრანდტის ემოციური ამბავი

 ჩვილი

66 წლის უკრაინელი ალექსანდრა ჰილდებრანდტი, რომელიც წლებია ბერლინის კედლის მუზეუმის დირექტორია, მეათედ გახდა დედა. მისი განცხადებით, ორსულობა ბუნებრივად დადგა და ხელოვნური განაყოფიერება ან სუროგაცია არ გამოყენებულა.

ალექსანდრა ბერლინში ხატვის სიყვარულმა ჩაიყვანა, სადაც გაიცნო მუზეუმის დამფუძნებელი და მომავალი მეუღლე რაინერ ჰილდებრანდტი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან დირექტორის თანამდებობა დაიკავა და უკვე ორი ათწლეულია ქვეყნის ისტორიული მეხსიერების დაცვაზე მუშაობს.

რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებაში პოლიტიკოსი დანიელ დორმანი გამოჩნდა. 53 წლის ასაკში ალექსანდრამ ტყუპები გააჩინა, მოგვიანებით კი კიდევ რამდენიმე შვილი შეეძინა. მისი ყველა ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა და, ექიმების ინფორმაციით, გართულებები არ დაფიქსირებულა.

ერთი თვის წინ დაბადებული ფილიპი ოჯახის მეათე შვილია. ჰილდებრანდტის თქმით, აქტიური ცხოვრების წესი — ფიზიკური მოძრაობა, ცურვა და ჯანსაღი კვება. მას ენერგიასა და ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.

სამედიცინო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 60 წლის შემდეგ ბუნებრივი ჩასახვა უკიდურესად იშვიათია, რადგან ქალების უმეტესობას ამ ასაკში უკვე მენოპაუზა აქვს. ასევე იზრდება ორსულობასთან დაკავშირებული რისკები, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა, გესტაციური დიაბეტი და ქრომოსომული ანომალიების ალბათობა. სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი შემთხვევები გამონაკლისს წარმოადგენს.

ალექსანდრა ჰილდებრანდტი ამბობს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრია და თუ ორგანიზმი მზად არის, დედობა ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს.

წყარო