„ქარი, შტორმი, თოვლი და ტემპერატურის კლება“ - ამინდის უახლესი პროგნოზი

თოვლი

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი შეიცვლება. მომდევნო დღეებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტემპერატურის ცვალებადობაა მოსალოდნელი, მაღალმთიან ზონებში კი შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 10 და 11 ნოემბერს დღისით ჰაერი დაახლოებით +10 გრადუსამდე გათბება.

12 ნოემბრიდან ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. სააგენტოს პროგნოზის თანახმად, 12 ნოემბერს ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, 13 ნოემბერს კი ტემპერატურამ შესაძლოა +15 გრადუსს მიაღწიოს.

შედარებით თბილი ამინდი 14-16 ნოემბერსაც შენარჩუნდება. ამ პერიოდში დღისით ტემპერატურა +16-დან +17 გრადუსამდე მოიმატებს.

ამასთან, სინოპტიკური ვითარება რეგიონების მიხედვით განსხვავებული იქნება. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთიან ზონებში კი ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაბალი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ბათუმში კი შტორმია ნავარაუდევი.

✕