ქალი, რომლისთვისაც მადლობა ჯერ არ გადამიხდია და ვერც გადავიხდი... - ვინ არის ტარიელ ხარხელაურის ლექსების ადრესატი

tarieli

პოეტი ტარიელ ხალხელაური მისი ლექსების ადრესატის შესახებ საუბრობს. როგორც პოეტი ამბობს, მისი ყველა ლექსი, მის მეუღლეს ეძღვნება. პოეტი ფიქრობს, რომ მის მეუღლესთან ვალშია, რადგან რომ არა ის, თავად ტარიელიც ვერ იქნებოდა დღემდე პოეტი.

„თუ ლირიკაზე ვისაუბრებ, ეს ეკუთვნის ჩემს მეუღლეს. ქალს, რომლისთვისაც მადლობა ჯერ არც გადამიხდია. ვერ გადაიხდი იმიტომ რომ, როცა შენ მსხვერპლად გეწირება ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა იცოდა თუ არ იცოდა, სადამდე შეძლებდა პოეზიით ცხოვრებას. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე ლექსი არ გამეღარიბებინა. მე არაფერზე არ უნდა მეფიქრა გარდა პოეზიისა. ამას არ აკეთებენ. ძალიან მცირე აკეთებს ან ბოლომდე ვერ აკეთებს. ჩემმა მეუღლემ შეძლო ბოლომდე და მე მასთან ვალში ვარ. არის რაღაც ლექსები, რასაც ვუძღვნი, მაგრამ ეს ის გადასახადი არ არის, რაც მან ჩემი ლექსებისთვის გაიღო. ამიტომ ყველა ლექსი, რაც ჩემს კალამს დასცდენია, ბევრჯერ მითქვამს, რომ ეკუთვნის ჩემს მეუღლეს“,- ამბობს ტარიელ ხარხელაური.