1732276666
პუტინს დეკემბრიდან კარმულად მძიმე პერიოდი ეწყება... საფრთხე 8 მარტამდე არსებობს - რა დაინახა დავით ბუტიკაშვილმა პუტინისა და ზელენსკის პირად რუკაში
34 წელია დავით ბუტიკაშვილი ასტროლოგიას სწავლობს, ეცნობა, პირად ჰოროსკოპებს ადგენს. ამ უკანასკნელს, როგორც მინიმუმ, რვა დღეში აკეთებს.
„როცა ეჩქარებათ პირადი ჰოროსკოპის გაკეთება, იგივე ოპერაციის გაკეთება სურთ და აინტერესებთ, რომელ რიცხვში დაგეგმონ, მაჩქარებენ მის შედგენას. მნიშვნელოვანია იცოდე, როდის არის შენთვის ხელსაყრელი ოპერაციის გაკეთება და როდის - არა.
საერთოდ, ინდივიდუალურია ყველაფერი. ზოგადი ფონის დახატვა, რასაც ასტროლოგები აკეთებენ, შეცდომაა. შეიძლება ერთისთვის რომ იყოს ცუდი, მეორისთვის - პირიქით, დადებითი აღმოჩნდეს. ერთმა შეიძლება იცოდეს, რომ ზოგადი ფონით კარგი პერიოდია და კარგის მოლოდინში აიღოს კრედიტი, ან გაიკეთოს ოპერაცია... ამ დროს მისთვის აღმოჩნდეს ცუდი. ამიტომ აქვს პირადი ჰოროსკოპის გაკეთებას და მის ცოდნას მნიშვნელობა.
საერთოდ, ასტროლოგები ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე, როდესაც ვიღაცას კონკრეტული საქმის გაკეთებას ვურჩევთ ან ვაბრკოლებთ. იმ დონეზე გვენდობიან, რომ შეიძლება გარისკოს, ამიტომ მე უნდა ვიყო მართალი და დარწმუნებული.
პოლიტიკოსები არჩევნების წინა დღეებში გააქტიურდებოდნენ ხოლმე და ჩემთან სახლში მოდიოდნენ პროგნოზების გასაგებად. მეზობლები გიჟდებოდნენ პოლიტიკოსებს რომ ხედავდნენ სახლთან, რა უნდათ შენგანო. მომმართავდნენ, მათ შორის იყვნენ - კობა დავითაშვილი, ჯუმბერ პატიაშვილი... ბატონი ჯუმბერი ეზოთერიკით იყო დაინტერესებული.
ვიკიპედიების მიხედვით (დაბადების თარიღების) ვაკეთებ ცნობილი ადამიანების პირად ჰოროსკოპებს, ჩემთვის, ინტერესისთვის. თუ პოლიტიკოსია, შემდეგ პოლიტიკურ პროგნოზებს ვადგენ.
პუტინს დეკემბრიდან კარმულად მძიმე, ცხრა თვიანი პერიოდი ეწყება. შეიძლება ძალაუფლება უცებ და მოულოდნელად დაკარგოს. ვშიშობ მანამდე "რამე" არ მოიმოქმედოს. ბირთვული ბომბის გამოყენების საფრთხე, მინიმუმ, 8 მარტამდე არსებობს.
უკრაინა წარმატებებს აღწევს, მაგრამ რუსეთი ძალიან მწარედ გაიფართხალებს. თუ რუსეთმა დეკემბრის ჩათვლით შემოტრიალება მოასწრო, შესაძლოა, სცენარი რუსეთის სასარგებლოდ ამობრუნდეს. გააჩნია, რა მოხდება ახლა, 22 ნოემბრიდან წლის ბოლომდე. ამ ორ თვეში ზელენსკის აქვს რთული პერიოდი. ელის ხიფათი, რაღაც შეთქმულება. არ მინდა ვთქვა, მაგრამ ამის თქმის საფუძველს მისი პირადი ჰოროსკოპი მაძლევს. კარმული ვალების გადახდის პერიოდი აქვს. მის ძალაუფლებას საფრთხე ელოდება.
არ მიყვარს ასეთი პროგნოზების ნაადრევად გაკეთება. წლის ბოლოს უკვე უფრო ნათლად შემიძლია ვთქვა, რა როგორ განვითარდება.