„პუტინის წარმომადგენელს რა ჰქვია? შიო“... - გიგა ბოკერია, მეუფე შიოზე

გიგა

ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ეთერში გიგა ბოკერიამ მეუფე შიოს პუტინის წარმომადგენელი უწოდა და აღნიშნა, რომ დიდი შეცდომაა, როდესაც სააკაშვილის ოჯახი და პოლიტიკური გუნდი მეუფე შიოს სთხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. ეს იგივეა, რომ პუტინს ვთხოვოთ თავისი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.

,,ამ პოლიტიკურ გუნდში ეს იყო დისკუსიის ნაწილი. ოჯახიდანაც შეცდომაა, თუ იძახი, რომ ეს არის პუტინის პატიმარი. სხვათა შორის, მე ამ ტერმინოლოგიას არ ვხმარობ. მე ვთვლი, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი და მისი პოლიტიკური პატიმარი. მით უმეტეს, თუ ამ ტერმინოლოგიას იყენებ, მის წარმომადგენელს - რა ჰქვია? - შიო. მათ წარმომადგენლებს უნდა ვთხოვოთ? ეს ხომ აზრის მოკლებულია - იგივეა, რომ პუტინს ვთხოვოთ, გამოუშვი შენი პატიმარი“, - თქვა გიგა ბოკერიამ.