მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებს პენიტენციურ სამსახურს ადვოკატები დღეს წარუდგენენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნების შეტანას ადვოკატები პენიტენციურ დაწესებულებაში დილიდანვე აპირებენ. საუბარია სამ პუნქტზე, რომელთა შესრულების გარეშეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს გადავიდეს „ვივა მედიში“.

მოთხოვნებს შორის არის მნახველებზე შეზღუდვის მოხსნა, ასევე გამოკვლევების პროცესში მისი ექიმების ჩართვა.

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას "ნაციონალური მოძრაობა" დადებითად აფასებს, თუმცა ძალაში რჩება პარტიის მთავარი მოთხოვნა - ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მზადყოფნა გამოთქვა, ამისთვის სააკაშვილს თავდებშიც ჩაუდგნენ.

უკვე ცნობილია, რომ ორივე მოთხოვნა ხელისუფლებისთვის მიუღებელია. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ერთადერთი სურვილი - ციხის დატოვებაა.