პროკურატურის წარმომადგენლებმა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურატურის წარმომადგენლებმა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა  პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიის მოსწავლეებთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, პროკურატურის გამომძიებლებმა სკოლის  მოსწავლეებს პირადი მონაცემების დაცვისა და კიბერდანაშაულის საფრთხეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე ისაუბრეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებულ ფორმებზე და ამ მიმართულებით ყურადღება გაამახვილეს იმაზე თუ  რა ითვლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად, რა მექანიზმები არსებობს პირადი სივრცის დასაცავად და  რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო მსგავს დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით.

შეხვედრების მიზანს  მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენდა, რადგან ბოლო პერიოდში ხშირია სოციალური ქსელებით არასრულწლოვნების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალით შანტაჟისა და იძულების, დახურულ ჯგუფებსა და სხვადასხვა პირებთან მასალების გავრცელების ფაქტები, რასაც მძიმე შედეგები ახლავს.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს, რათა არასრულწლოვნებმა უკეთ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში.