1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
როგორც აღმოჩნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება ამ ტიპის აგრესიას ვერ აჩერებს, ამიტომ ყველაზე ქმედითი ნაბიჯი ამ ეტაპზე, შესაძლოა სწორედ რუსი მოქალაქეების მხრიდან სწორი პოზიციის გამოხატვა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.
ირაკლი პეტრიაშვილი უკრაინაში შექმნილ რთულ ვითარებას იზიარებს და აცხადებს, რომ რთულია იმ აგრესიასთან გამკლავება, რაც საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს განიცადა.
„როგორც აღმოჩნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება ამ ტიპის აგრესიას ვერ აჩერებს, ამიტომ ყველაზე ქმედითი ნაბიჯი ამ ეტაპზე, შესაძლოა სწორედ რუსი მოქალაქეების მხრიდან სწორი პოზიციის გამოხატვა იყოს. არ შეიძლება, 30-იანი წლების რიტორიკა და ღირებულებები ადამიანების სიცოცხლეზე მაღლა დადგეს. ეჭვგარეშეა, მიმდინარე მოვლენები ცივილიზებულ და განათლებულ რუს მოქალაქეებზე გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად უარყოფითად აისახება“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უკრაინული პროფკავშირების ხელმძღვანელ პირებსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელს შორის კომუნიკაცია შედგა. მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მზად არის, უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეები ოჯახის წევრებთან ერთად, საცხოვრებელი ფართითა და დამატებითი პირობებით უზრუნველყოს.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1732393264