პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში? იმიტომ ხომ არა, რომ ფსევდო-ანტისაოკუპაციო მოქმედებებით უფრო დიდ პროვოკაციებში გავხვეულიყავით?! ზუსტად დღევანდელი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რომ იგივე სცენარი არ მეორდება საქართველოში.’’ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე და აზიარებს კონდოლიზა რაისის განცხადებას, რომ მან სააკაშვილს 2008 წელს მოუწოდა რუსეთის პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ.
როგორც ანალიტიკოსი წერს, სააკაშვილის პოლიტიკის საილუსტრაციოდ კონდოლიზა რაისის განცხადებაც კმარა, თუ რა გააკეთა 2008 ში ჩვენმა "მაოხრებელმა გზირმა".
,,აბა ახლა, თუ მივხვდებით საქართველოში არსებული "საამაყო მე-5 კოლონა" ნაც-მოძრაობის სახით და მისი ბელადი სააკაშვილი რა როლს შეასრულებდნენ დღეს მიმდინარე გეოპოლიტიკურ კოლაფსში? და საერთოდ ნეტავ, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში? რატომ ჩამოჰყვა რამდენიმე დღეში მას, საამაყო ბიძა, კაგებეს ოფიცერი თემურ ალასანია?! იმიტომ ხომ არა რომ ფსევდო-ანტისაოკუპაციო მოქმედებებით უფრო დიდ პროვოკაციებში გავხვეულიყავით?! ზუსტად დღევანდელი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რომ იგივე სცენარი არ მეორდება საქართველოში... P.S. სააკაშვილის პოლიტიკის საილუსტრაციოდ, კონდოლიზა რაისის განცხადებაც კმარა, თუ რა გააკეთა 2008ში ჩვენმა "მაოხრებელმა გზირმა". - წერს ანალიტიკოსი facebook - ზე.