„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ქვეყანა დამოუკიდებლობას არ დათმობს.
„უკრაინა ყველა მხრიდან თავდასხმის ქვეშაა. ნუ ჩავარდებით პანიკაში, აიღეთ იარაღი უკრაინელებო და დაიცავით თქვენი ქვეყანა. მადლობა ყველას ვინც უკრაინის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. ჩვენ ვიბრძვით უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. უკრაინა არ დათმობს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.
ბევრია ახლა დამოკიდებული რუს ხალხზე, მათ დღეს არჩევანი უნდა გააკეთონ. ახლა დროა გამოხვიდეთ ქუჩაში და მოითხოვოთ, დასრულდეს ომი უკრაინასთან. დიდება უკრაინას," - განაცხადა ზელენსკიმ.