GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761933138
 
                                                                კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელს, “გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრს გელა ხასაიას უცნობი პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, დაშავებულის მეგობარი ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა ხასაიას საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
“გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს. ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე”, - წერს ყურაშვილი “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე და დაშავებულის ფოტოს აქვეყნებს.