პრემიერი: ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ ფართო აღიარება მოიპოვა

garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ წირვა-ლოცვას დაესწრო, ეკლესიაში მყოფებს მიმართა.

„ჩვენი ბრძენი პატრიარქის, ილია მეორის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ფართო აღიარება, ეს სწორედ მისი ავტორიტეტის დამსახურებაა. დაე, დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ერის გაერთიანების სიმბოლო. ერსა და ბერს მოკრძალებით გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.

 

ნახეთ ვიდეო