„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს - სიცოცხლის, განახლების, გაზაფხულის, ბუნების გამოღვიძების მშვენიერ დღესასწაულს!
ეს დღე არა მხოლოდ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, არამედ ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას აფასებს. თბილისი ხომ სწორედ ასეთი ქალაქია - ხალიჩასავით ჭრელი, მდიდარი თავისი მრავალფეროვნებით და სწორედ ამით უნიკალური. ჩემო მეგობრებო, თანამოქალაქენო და თანამემამულენო, გილოცავთ ამ სახალხო დღესასწაულს! მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ!“, - აცხადებს კალაძე.