პოდაგრას მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი - ზაზა თელია პოდაგრას პრევენციასა და მკურნალობაზე საუბრობს

პოდაგრა

პოდაგრას პრევენციისა და მკურნალობის ეფექტურ გზებზე დერმატო - ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ გადაცემაში  „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

დერმატოლოგი ამბობს, რომ პოდაგრას გართულების პერიოდში, მწვავე შეტევების დროს მკურნალობისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, თუმცა სპეციალისტი ამბობს, რომ აღნიშნული მედიკამენტები ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ.
„პოდაგრას პრევენციისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, წონის კლება და შენარჩუნება. მიირთვით საკვები პროდუქტებიდან ხილი და ბოსტნეული ჭარბი რაოდენობით, რომ ფერადმა საკვებმა ჩაანაცვლოს ჩვენს რაციონში ეგრეთ წოდებული „ფასთ ფუდი“. ეს დაავადება არის ქრონიკული, მისი კონტროლი და რემისია შესაძლებელია“.