მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვაბრალებენ, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე

მიხეილ ყაველაშვილი

იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე, - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენიან ამერიკული გამოცემას Responsible Statecraft-ს ნიუ-იორკში მისცა.

მიხეილ ყაველაშვილმა ინტერვიუში ქართული ოპოზიციის მობილიზაციის პროცესში USAID-ის, NED-ისა და სხვა ორგანიზაციების როლზე გაამახვილა ყურადღება.

„პრეზიდენტმა ყაველაშვილმა აშშ-ის „დიფ სთეითი“ და ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა USAID, დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) და ევროპარლამენტი, ამ ამოცანის შესრულების გარშემო ქართული ოპოზიციის მობილიზებაში დაადანაშაულა: „მაგრამ მთელი ამ ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ ვიდექით და ვაგრძელებთ დგომას საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური განვითარების სადარაჯოზე“, - ვკითხულობთ სტატიაში.