„პლანეტა კი დავიპყარი, მაგრამ არ ვარ კარგი მეუღლე და მამა“ - ვინ არის ქალი, ვისაც ლუკა კურტანიძე ბოდიშს უხდის

jpg

„ოჯახის დანგრევასთან ერთად ადამიანის ფსიქიკა ინგრევა. მე მოვახერხე, პლანეტის ჩემპიონი ვყოფილიყავი, პლანეტა კი დავიპყარი, მაგრამ არ ვარ კარგი მეუღლე და მამა.

ამ ყველაფერს ადამიანი მერე აცნობიერებს. შეცდომა დანახული ადამიანის პოზიციაა ის, როცა გინდა, ეს ტკივილი მსოფლიომ გაიგოს, მე ვერ შევძელი ჩემი თავისთვის პატიება. ყველაფერი შევძელი იმისთვის, რომ ადამიანმა იფიქროს ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს, მაგრამ შიგნით..." - ასე საუბრობს გადაცემაში "ღამის პრაიმ - თაიმი" ლუკა კურტანიძე.

ის „პრაიმტაიმთან“ დამატებით განმარტავს, რომ საჯარო ბოდიში, რომელიც გადაცემაში გაჟღერდა მისი მეუღლის მისამართით იყო ნათქვამი, რომელთანაც ოფიციალურად განქორწინებული არ არის და იმედი აქვს, რომ ისევ ერთად იცხოვრებენ. 

"ჩემი საჯარო ბოდიში მეუღლეს ეკუთვნის. ჩვენ არ ვართ ყოფილი მეუღლეები, ისევ ცოლ-ქმარი ვართ ერისა და უფლის წინაშე. ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, თუმცა, იმედი მაქვს, ისევ ერთად ვიცხოვრებთ. 

მინდა, ადამიანებს მივმართო - დავაფასოთ ჩვენი საყვარელი ადამიანები და ნუ ავყვებით ემოციებს. სამწუხაროდ, ადამიანები გვიან ვხვდებით, ვინ არის ჩვენი უსასრულო სიყვარული." - გვითხრა ლუკა კურტანიძემ. 

თავად მისი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე, რომელიც კომპანია „ზედაზენისა“ და „ქართული ზეთისხილის“ პიარის ხელმძღვანელი გახლავთ.  „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა, ამბობდა:

„გაჩნდა სირთულეები, ვცდილობდი მომეგვარებინა, მაგრამ ვერ მოვაგვარე, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება იყო, მისგან მშვიდად წამოვსულიყავი. ისევ ჩემივე ინიციატივით შევინარჩუნეთ მეგობრული და სწორი ურთიერთობა, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებთ. ლუკას მხრიდან არის მცდელობა, რომ ისევ ერთად ვიცხოვროთ. მაგრამ დაშორება ჩემი გადაწყვეტილება იყო და დავამთავრე ეს ურთიერთობა.

ჩვენ ექვსი წელი ვცხოვრობდით ერთად. საერთო შვილი არ გვყავს. 2015 წლის დასაწყისში ორსულად ვიყავი და ფედერაციის ამბების დროს იმდენად შეშინებული, შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ მუცელი მომეშალა… მაშინ ლუკას უსამართლოდ მოექცნენ. ლუკას მიმართ გაჩენილი აგრესიის მსხვერპლი გავხდი მეც და ჩვენი შვილიც. გადავწყვიტე, რომ აღარ მინდოდა შვილის გაჩენა. ეს ძალიან ძლიერი ტრავმა იყო ჩემთვის.

წამოსვლამდე რამდენჯერმე ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა. ერთხელაც საღამოს დამირეკა, სად ხარ, სახლში არ მოდიხარო? არა-მეთქი…

ეს არ უკავშირდება ყოფით პრობლემას, ყოველდღიურობებს… სულ სხვა სახის პრობლემა გვქონდა, რომელიც ვერ გადავლახე და წამოვედი…" - ამბობდა ლუკა კურტანიძის მეუღლე.