ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
როცა დეპუტატი ვიყავი, ლუკა კურტანიძემ ჩემს საძინებელში დამონტაჟებული ვიდეო კამერა აღმოაჩინა, ძალიან შემრცხვა, - ამის შესახებ საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა.
„2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი… ლუკას ვუთხარი წამოდი ჩემთან სახლში, 3-ოთახიანი ბინა მაქვს 2 საძინებლით. არ გინდა ბინა იქირავო, როცა გინდა მეუღლესთან ერთად იყავი ჩემთან და ერთად ვიყოთ. (ეს იმ ბინაზეა საუბარი, რომელიც დეპუტატობის დროს გვქონდა ნაქირავები) დილას ადგა ლუკა და მეუბნება, მოდი აქო… რაიყო-მეთქი და მაჩვენებს ვიდეო კამერას, რომელიც დამონტაჟებულია მის საძინებელში. მეორე საძნებელშიც იყო ვიდეო კამერა. თქვენ წარმოგიდენიათ? 2 წელი იღებდნენ თურმე სოსო ჯაჭვლიანი რას საქმიანობს სახლში, “- ამბობს სოსო ჯაჭვლიანი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.