ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის შედეგებზე წერს.
მისივე თქმით, მენტალური ჯანმრთელობა სახუმარო თემა არ არის.
,,ახლა, ხუმრობის მიღმა, პირველად გაჩვენებთ ფოტოს, რომელიც აქამდე ცხადია ორი-სამი ადამიანის გარდა არავის უნახავს. ეს ყველაზე მსუბუქია იმ ფოტოებს შორის, რომელიც იმ დროიდან შემომრჩა. განახებთ იმიტომ რომ, კარგად დაინახოთ, რა მოსდის დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობისას ადამიანს ფიზიკურადაც, რა მასშტაბით ნადგურდება მისი გარეგანი მხარეც - ზოგიერთს რომ ხუმრობა საქმე ჰგონია და აგდებით ეკიდებიან მენტალურ ჯანმრთელობას.
ექვსი თვის წინ, ერთი დღით გამოსული კლინიკიდან, ვარ 57 კილოგრამი, თვალს ვერ ვახელ, სახე მკვდარი პიეროსავით. გონებაში თუ რა ხდება, აქ ვერ დაეტევა. იმედია სააგენტოები ამ სურათს კარგ ფოტოებთან დუეტში მაინც გაავრცელებენ, ასეთი არ მინდა შემოვრჩე მეხსიერებას", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.