„ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცემა...“ - დეკემბრის თვის ამინდის პროგნოზი
1733380920
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევების მომატებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც გაიზარდა.
„დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსების რაოდენობამ მოიმატა. მომატებულია პაციენტების რაოდენობის მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს, არის A ტიპის ვირუსი და მისი ორი სხვადასხვა ვარიანტი: H1 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H3 ტიპი ვირუსი. როგორც H1, ასევე H3 ფორმა ხასიათდება მაღალი ტემპერატურით - 38-38,5 გრადუსი და მეტი, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება.
ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი საშუალება ნიღბის ტარებაა, კონტაქტების შეზღუდვა, დისტანცირება, ხელების ხშირი ჰიგიენა - ყველაფერი ის, რასაც ჩვენ წარმატებით ვიყენებდით კორონავირუსის პრევენციის მიზნით“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ასევე ნახეთ: