1732386875
PHOTO: ულამაზესი კატერინა - 15 წლის ქართველი მოდელი, რომელიც საბერძნეთში ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს
ქართველი ახალგაზრდები უცხოეთში მწვერვალებს რომ იპყრობენ და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები ხდებიან, ეს უკვე ტრადიციად იქცა. სპორტი, მუსიკა, ტექნოლოგია, სამოდელო კარიერა - ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გასაოცარ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, „პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ უმშვენიერეს ქართველ მოდელს, 15 წლის კატერინა კახნიაშვილს, რომელსაც საბერძნეთში კარგად იცნობენ.
კატერინა 13 წლიდან სამოდელო სააგენტო happypeoplemodels_skg-სთან თანამშრომლობს.
კატერინამ MANZARI-ის ფირმის ბეწვეული წარმოადგინა, 48-ე საერთაშორისო ბეწვეულის გამოფენაზე, რომელიც საბერძნეთის ქალაქ კასტორიაში, 2023 წლის 27-29 აპრილს ჩატარდა.
ასევე, დამწყები მოდელი თანამშრომლობს schwarzkopf-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიაში.
რადგან არასრულწლოვანი მოდელებისთვის სამუშაო სივრცე შეზღუდულია, კატერინა ემზადება უფრო მეტი კონტრაქტის გასაფორმებლად, ოღონდ, მას შემდეგ, რაც 16 წლის გახდება.