ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. სიახლე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ პირებსაც შეეხება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცვლილების მიზანია მომსახურების ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდა და ბენეფიციართა მართვის გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მათთვის ინსულინის მიწოდებას იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი უზრუნველყოფდა. „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი მედიკამენტებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქეები, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა და პენიტენციურ სისტემაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ბრალდებულები/მსჯავრდადებულები იღებდნენ.