ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად, დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ლაშა ბექაურმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„ყოველ შეხვედრაზე რაღაც ძალიან დიდ მადლს ვგრძნობ ხოლმე პატრიარქთან შეხვედრისას, რადგან ჩემთვის ძალიან დიდი ადამიანია... ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული ემოციით ვარ ხოლმე. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, ოლიმპიადაზე დიდი მუხტით მივდივარ... იმედია, ყველაფერი კარგად იქნება,“ - თქვა ბექაურმა.