„პატრიარქმა ღიმილით მკითხა: ლადო, საყურეები რა უყავიო?“ - ლადო ბურდული საინტერესო ისტორიით

lado

ლადო ბურდულის მიერ  მოყოლილი ამ ისტორიიდან კარგად ჩანს, თუ რაოდენ დიდი შინაგანი თავისუფლება აქვს ჩვენს  პატრიარქს. 

ერთხელ დათო ევგენიძემაც მოყვა: უწმინდესთან შესვლამდე ბენდენა გადავიძრე და ისე შევედი. პატრიარქი რომ მელოდა, მიმოიხედა და იკითხა, დათო ევგენიძე არ მოსულაო? აქ ვარ-მეთქი, ვუთხარი. ბენდენა სად გაქვს? დაიხურე, ვერ გიცანიო, მითხრა...

აი, რას იხსენებს ლადო პატრიარქთან დაკავშირებით.

ლადო ბურდული: მენტალური რევოლუციის ისტორია საქართველოში: ჩემი პატარა ისტორია პატრიარქთან ურთიერთობის.

მამაჩემი მატარებდა 90-იანებიდან მოყოლებული აღდგომაზე ტაძარში და პატრიარქთან წარმადგენდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად, ის კი დალოცვის მერე, როგორც სტიქაროსნებს ისე მეც 10 ლარს მაძლევდა (მაშინ ჯერ არ ვიყავი სტიქაროსანი).

ნუ, მე სულ საყურეები მეკეთა. მერე მთხოვა მამაჩემმა, იქნებ მოიხსნა ეგ საყურეები აღდგომის ღამეზე მაინცო, პატრიარქთან უხერხულიაო…მოვიხსენი იმ აღდგომის ღამეს საყურეები.

პატრიარქთან წარდგომის დროს კი, პატრიარქმა ღიმილით შემეკითხა:

– ლადო, საყურეები რა უყავიო?

აი, ასეთი პატრიარქი ყოველთვის იქნება "ჩემი პატრიარქი".