პატრიარქი ჭუბერის გზაზე დაღუპული ცოლ-ქმრის ოჯახს მიმართავს და სამძიმრის წერილს ავრცელებს

ილია მეორე

პატრიარქი ჭუბერის გზაზე დაღუპული ცოლ-ქმრის ოჯახს მიმართავს და სამძიმრის წერილს ავრცელებს:

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის გარდაცვალების გამო
დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ლევან ანსიანის და ქეთევან (მზეო) უმფრიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს;
30 სექტემბერს ჭუბერის გზაზე მომხდარმა ავარიამ ამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა; ობლად დარჩა ოთხი პატარა: ილია, ოთარი (ოთო), მათე და მოსე.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა უკვდავი სულნი და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს ურყევი რწმენა იმისა, რომ სულისა და სხეულის გაყრა არ ნიშნავს სიკვდილსა და გაქრობას, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ლევანი და ქეთევანი (მზეო) ახლა ხდებიან.

შეგახსენებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და მათ სახელზე აღსრულებულ ნებისმიერ სხვა კეთილ საქმეს.ღმერთმა განგამტკიცოთ და განგაძლიეროთ; ღმერთმა დალოცოს და თვისი წყალობა და ნუგეში მომადლოს ილიას, ოთარს, მათესა და მოსეს“,- წერია წერილში.