1750532608
„პატარა ვიყავი, თეატრში რომ მივედი და იმ დღიდან დედასავით მექცეოდა... დაგვაკლდება ჩვენი იაკო“ - გიორგი ვარდოსანიძე

ცოტა ხნის წინ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. გარდაიცვალა განათების მხატვარი, ია ნადირაშვილი. ის მძიმე სენს ებრძოდა.
გარდაცვლილს კოლეგები და მეგობრები ემშვიდობებიან.
„დღეს ამ ლამაზმა ქალმა დაგვტოვა და წავიდა... პატარა ვიყავი, თეატრში რომ მივედი და იმ დღიდან დედასავით მექცეოდა. თავის საქმეზე იყო უზომოდ შეყვარებული და თეატრს განსაკუთრებულ სითბოს მატებდა. ძალიან დაგვაკლდება ჩვენი იაკო, შუქი. ოჯახის წევრებს და ვინც იცნობდით, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.“ - დაწერა გიორგი ვარდოსანიძემ.