დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პასქას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად, რომელიც აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა. იმ მთის სიმბოლო, რომელზედაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე.
პასექი - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული როგორც ებრაელთა, ისე ქრისტიანთათვის, რომელთათვისაც ის ლიტურგიული წლის ნამდვილ კულმინაციას წარმოადგენს.
პასქა - ეს არის სიტყვა, რომელიც გამომდინარეობს პასექის დღესასწაულიდან.
პასქა, ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ტანჯვას“, „წამებას“, „ვნებას“. აღდგომას (არაკომბინირებულს) ებრაულის გავლენით პასექსაც (ებრ. ფესახ) უწოდებენ.
ვინაიდან ორივე სახელწოდება - პასექი და პასქა - ფონეტიკურად ერთმანეთს ჰგავს, კიდევ უფრო მეტად იჩენდა თავს ამ დღესასწაულების ერთმანეთთან გაიგივების საცდური.
თავდაპირველად, ეს იყო პირველი მოსავლის დღესასწაული როგორც მიწათმოქმედთათვის, ისე მწყემსთათვის. შემდეგ, ეს დღესასწაული იქცა ეგვიპტიდან თავის დაღწევის აღსანიშნავ ზეიმად.
ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება.
ქრისტიანთათვის კი პასექი, ნიშნავს აღდგომას და აღნიშნავს იესოს მისვლას მამასთან, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის გზით.
საპასექო მსახურებას წინ უძღვის სამდღიანი (დიდი ხუთშაბათი; დიდი პარასკევი; დიდი შაბათი) და იწყება საზეიმო საპასექო ცისკარი, რომელიც მოიცავს ცეცხლისა და საპასექო სანთლის კურთხევას (რაც ქრისტეს, „სამყაროს სინათლის“, სიმბოლოა), სააღდგომო გალობას, ღმრთის სიტყვის მოსმენას, წყლის კურთხევას, ნათლობის აღთქმათა განახლებასა და ევქარისტიულ ლიტურგიას.
დღესასწაულიდან გამომდინარე სწორია, პასქა და არა პასკა.
სააღდგომო პასქის სიმბოლური დატვირთვა, ებრაული პასექის დღესასწაულს უკავშირდება, რადგან ამ დროს ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ხმიადები იესო ქრისტესა და 12 მოციქულის „საიდუმლო სერობაზეც“ იყო.
ჩვენ პასქას ძირითადად, საფუვრის გამოყენებით ვაცხობთ. ამ მხრივ, გარკვეული განსხვავება არსებობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში.
დასავლეთში უსაფუარო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს (ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ მისი საფუვრით მომზადება), აღმოსავლეთში კი, გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა.
ის ეფუძნება მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს სასუფევლის შესახებ: სასუფეველი ჰგავს საფუვრიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს.
პასქა, რომელსაც აცხობენ საქართველოში ითვლება ოჯახურ პასქად. ის მკვეთრად განსხვავდება ტრადიციული, ეკლესიური არტოსისგან (ბერძ. პურისგან), რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით გოლგოთის მთის განსახირებაა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი იესო ქრისტეს პური, რომელსაც ის თავის მოციქულებს უნაწილებდა გამოცხადებისას.
გამომდინარე იქიდან, რომ აღდგომა არის ბრწყინვალე დღესასწაული და სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დატვირთვასაც ატარებს, ამის აღსანიშნავად ოჯახური პასქა, სადღესასწაულო წესით ცხვება - დარიჩინი, მუსკატი, ქიშმიში, შაქარი, შაქრის პუდრი, ემალი, სხვადასხვა ტკბილი ინგრედიენტები, ახალისებს სააღდგომო სუფრას, ქმნის ოჯახურ იდილიას და გვახსენებს იმის შესახებ, რომ აღდგომა არის ერთ-ერთი უდიდესი ზეიმი და დღესასწაული.
პასქას ქართულად, ხატისპური ჰქვია.