„პარაპლანით პირველად ჩვენი ქალიშვილი დაეშვა, შემდეგ კი ჩემი ქმარი...“ - გუდაურში დაღუპული ტურისტის ცოლი მომხდარს იხსენებს

ცოლი

გუდაურში, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ტურისტის ცოლი აცხადებს, რომ „ოფიციალური დასტური მისი ქმრის გარდაცვალებაზე ჯერ არ მიუღიათ“

მისი თქმით, თავდაპირველად პარაპლანით მისი ქალიშვილი დაეშვა, შემდეგ კი მისი ქმარი.

„პარაპლანით პირველად ჩვენი ქალიშვილი დაეშვა, შემდეგ კი ჩემი ქმარი. ძლიერი ქარი იყო, არ ვიცი რა მოხდა. მოგვიანებით გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილი საკმაოდ რთული რელიეფის იყო. მოვითხოვე ვერტმფრენის გამოძახება. მომხდარიდან მალევე მოფრინდა ვერტმფრენიც და მაშველებიც… შემთხვევის ადგილს შემოუფრინეს, თუმცა ჩემთვის არაფერი უთქვამთ…

მითხრეს, რომ ჩემი ქმრის ცხედარი გუდაურიდან თბილისში გადმოასვენეს. ჩემი მეგობარი და შვილი დაკითხვაზე არიან. ოფიციალური დასტური ჩემი ქმრის გარდაცვალებაზე, ჯერ არ მიგვიღია“, – ამბობს გარდაცვლილი ტურისტის ცოლი ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.