პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2021 წლის 15 იანვარი მარიამ ტატანაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ეს იყო დღე, რომელმაც მისი შემდგომი ცხოვრება მკვეთრად შეცვალა. იყო შეჯახება, სისხლი, რეანიმაცია, შეცვლილი გარეგნობა, დაკარგული მეგობრები და საყვარელი ადამიანი.
20 წლის გოგონას ერთი წლის განმავლობაში 11 ოპერაცია ჩაუტარდა და ეს ყველაფერი არ არის...
მარიამი „პრაიმტაიმს“ საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
- ვინ იყო 2021 წლის 15 იანვრამდე მარიამ ტატანაშვილი?
- მარიამ ტატანაშვილი იყო აქტიური ცხოვრებით დაკავებული გოგო, რომელსაც უყვარდა მეგობრებთან ერთად გართობა, ხატვა და ფოტოების გადაღება. ეს მისთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალება იყო. როცა რამე აწუხებდა, ფოტოების გადაღებაში პოულობდა სიმშვიდეს და კომფორტს. სანამ ავარიაში მოვყვებოდი ვემზადებოდი, რომ უნივერსიტეტში ფოტოგრაფიაზე ჩამებარებინა, რაც ვერ შევძელი მომხდარის გამო.
- ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით - რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს?
- 2021 წლის 14 იანვარს მეგობრები წავედით ძველით ახალი წლის აღსანიშნავად. 15-ში, როდესაც ვბრუნდებოდით სახლში რომ გაგვეგრძელებინა გართობა, მოვყევით ვარკეთილის ხიდებთან ავარიაში, დავეჯახეთ გაჩერებულ ტრაილერს...
მქონდა ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობა, ერთი თვალი საერთოდ დავკარგე და ერთიდან დიდ სინათლეებს ვხედავ მარტო. საკუთარი სახის ძვლები მქონდა შერჭობილი თვალებში. დავკარგე მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი და მარჯვენა ფეხის ხუთივე თითი. მქონდა მარცხენა ფეხის სამივე წვივის ძვლის მოტეხილობა და ფილტვები მქონდა დათრომბილი. ორი კვირა ვიყავი კომაში, 19 წლის გავხდი რეანიმაციაში, მძიმე მდგომარეობაში. ჯამში, ორთვე-ნახევარი გავატარე იქ. ახლა უნდა დავიბრუნო ცალ თვალში მხედველობა, გავიკეთო თითების პროთეზირება და კბილები ჩავისვა. თვალზე, რომელიც დავკარგე, თუ ის გეგმები რაც მაქვს გერმანიაში გადანერგვაზე, არ გამოვიდა, მაშინ მომიწევს თვალი პროთეზის გაკეთება.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ მეგობრებმა მიგატოვეს, გიცდია მათთან დალაპარაკება?
- კი, არაერთხელ მიცდია დალაპარაკება, თუმცა თვითონ არ გამოუჩენიათ მოკითხვის და ლაპარაკის სურვილი. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ დავკარგე მეგობრები ..
- ავარიის დროს იქ იმყოფებოდა შენი შეყვარებულიც, რამდენ ხანს იყავით ერთად და რა დიალოგი შედგა ამ ყველაფრის შემდეგ თქვენს შორის?
- თვე-ნახევარი ვიყავით ავარიამდე ერთად … დიალოგები ძალიან არარეალური იყო მის საქციელებთან, რაზეც აღარ მსურს საუბარი.
- სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიური ხარ და ბევრი გამომწერიც გყავს. თუ არ ვცდები, ტიკტოკზე შემხვდა ვიდეო, სადაც ამბობდი, რომ ეჭვიანობის მიზეზი ხდები...
- უბრალოდ, ვარ ძალიან თბილი, მიყვარს ემოციების გამოხატვა, ჩახუტება და რადგან ვიდეოში მეგობარს ჩავეხუტე, ამაზე ატყდა დიდი ამბები. ამ ვიდეოს წაშლა მომიწია.
- საბოლოოდ რომ გამოჯანმრთელდები, როგორ განაგრძობ ცხოვრებას, რას გააკეთებ, რით დაკავდები
- რომ გამოვკეთდები პირველ რიგში ძალიან მინდა რომ გავხდე პროფესიონალი ფოტოგრაფი და ისევ აქტიურად დავუბრუნდე იმას რასაც ავარიამდე ვაკეთებდი და რაც ბედნიერს მხდიდა .