გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მეუფე დამიანე დღეს სამთავისის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მღვდელმთავარი გუშინ, სოფელ ლოჭინთან მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო.
„როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილნი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. მწუხარებას გამოვთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წერილში.