პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველასთვის საყვარელი, კეთილი და მომღიმარი ნატალიკო უკანასკნელ გზაზე გააცილეს და დედის გვერდით დაკრძალეს. ამ დღეების განმავლობაში, ქალი სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გამოიტირა. ყველას აინტერესებს, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
„პრაიმტაიმი“ შშმ პირთა პანსიონატ „ბარბარეს“ დირექტორს, მერაბ შათირიშვილს ესაუბრა. სწორედ აქ გადიოდა ნატალიკო მომსახურებას.
„თავიდან ღებინება დაეწყო, აღმოჩნდა, რომ ღვიძლზე წანაზარდები ჰქონდა. ერთი ოპერაცია რომ გაუკეთეს, მეორეც საჭირო გახდა. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სხეული, ორგანიზმი ძლიერი არ არის. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ, 55 წელია. ჩვენი ნატალიკო 46 წლის იყო... მეორედ გაკეთებულმა ოპერაციამ ვითარება გაართულა. რეანიმაციაში იწვა, აპარატზე იყო შეერთებული. სამწუხაროდ, ასე გარდაიცვალა.
ძალიან საყვარელი იყო... მინდა, რამე მოვიფიქრო. ზოგადად, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არიან ძალიან თბილები, მუდმივად ბავშვები და ფაქტობრივად, ანგელოზები. ნატალიკოს ვიდეოებს 300-400 ათასი ნახვები ჰქონდა.
ვის აღარ უდგამენ ძეგლებს, არ იციან რა გააკეთონ. აი, ასეთ ადამიანებს უნდა მოვეფეროთ და ძეგლი დავუდგათ. საზოგადოება უნდა იყოს მოტივირებული და გარკვეული დაუნის სინდრომის რაობაში, ვფიქრობ, კულტურის და დედამიწაზე გადარჩენისთვის საჭიროა, რომ ასეთ ადამიანებს სიყვარული ვაჩუქოთ და განსაკუთრებული სითბოს გარშემო გვყავდეს. ჩვენთან ბევრი რამ გაუთვითცნობიერებელია, წინა პლანზე არ ვაყენებთ. ზოგჯერ ისეთ საკითხებს წევენ წინა პლანზე და ისეთებს აქვთ გამოხმაურება, არაფერი კავშირი აქვს სიყვარულთან. ნატალიკო დარჩება სიყვარულის სიმბოლოდ...
ეს პანსიონატები ჩემი ქალიშვილის, ბარბარეს სახელობისაა. ისეთი დაღვრემილია და დადარდიანებული, არ ვიცი.. დას ეძახდა. ვუთხარით, რომ ნატალიკო ცაში წავიდა, რატომო... რატომ და ასე იყო საჭირო თქო.“ - განაცხადა მერაბ შათირიშვილი.