1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები წესდება. გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი - ოთხჯერ.
აფხაზური ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს" ცნობით, მანამდე კომპანიამ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას „აჩგუარას" ("Ачгуара") მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა.
შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ.
„აჩგუარას" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე, 1 ნოემბერს ავარია მოხდა. მანამდე 4 თვის განმავლობაში, ძველი ხაზების ახლით ჩანაცვლების მიზნით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, - წერს ინტერნეტგამოცემა „ეხო კავკაზა".
ამავე ცნობით, 4 ნოემბერს ენერგეტიკოსებმა მაღალი ძაბვის ხაზზე დატვირთვა გაზარდეს, სატესტო რეჟიმმა კი აჩვენა, რომ ის მხოლოდ მინიმალურ დატვირთვას უძლებდა, რის გამოც მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაუწესდათ.
გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები 8 ნოემბერს განახლდა.
ენგურჰესის კაშხალის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს სოფელ აჩიგვარის ხაზით მიეწოდება.