1731614151
ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
ალექსანდრ ლუკაშენკოს შემდეგ, ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია აფხაზეთში პირველად ჩავიდა. დელეგაცია, რომელსაც როგორც ცნობილია ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტემ ტუროვი ხელმძღვანელობდა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბამ და ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიიღეს.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის თქმით, შეხვედრაზე ურთიერთობების გააქტიურების შესახებ ისაუბრეს.
"ჩვენს ურთიერთობებს 2023 წელს 15 წელი უსრულდება. 2008 წლის ოქტომბერში მოსკოვში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების მიმართვის საპასუხოდ მიღებული იყო გადაწყვეტილება, გაერთიანების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის პარლამენტისთვის გაცემულიყო მუდმივი დამკვრვებლის სტატუსი. ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვიქნებით საპარლამენტო კრების ხელმძღვანელობისა და დეპუტატების მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ.
აფხაზეთში 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც ჩავიდა, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.