ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „გარდენიას“ მფლობელი, ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ძალიან ბევრი ვივიშვიშე, ვიდარდე, ვიფიქრე, ვინერვიულე, ღამეებიც ვათენე, არც თანადგომა და სოლიდარობა დამიკლია, პროტესტის განცდაც მაქვს, უსამართლობისაც, სისატიკეზეც როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ისე ვრეაგირებ.
მაგრამ მაინც მგონია ამ ყველაფერთან ერთად ყოფით რამეებზეც უნდა ვიფიქროთ.
პური აღარ იქნება, გაძვირდება და გაჭირდებაო ამბობენ ექსპერტები, მარცვალი მომარაგებულიც არ გვქონია.
ჩოხატაურში, კვირის ბაზარზე ფუთი სიმინდი 25 ლარი ღირდა.
ეგება ამასობაში მოვხნათ საყანეები, არ დავტოვოთ ცარიელი მიწის ნაკვეთი, დავთესოთ და ხორბალი და სიმინდი მაინც მოვიყვანოთ, ჩვენი ჭადი და პური გვქონდეს. (ომში მითუმეტეს უნდა ადამიანს ჭამა)
ნუ ჩამქოლავთ, მებაღეს თუ სამებაღეო იდეები მექნება და არა დიდი ფართე პოლიტიკური აზრები“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.