პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა. შეხვედრას გაეროს მოსახლეობის ფონდის, განვითარების პროგრამის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ნინო ლაცაბიძემ, სტუმრებს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რეფორმების შედეგად, მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე უფრო მეტად მორგებული და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ეკოლოგია და უსაფრთხოება.
რუსთავის მერი ქალაქის ურბანული განვითარების ახალ გეგმასაც შეეხო და ხაზი გაუსვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას, ისეთ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მოუგვარებს კონკრეტულ პრობლემას.