პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავში, საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი“, ამჯერად თევზჭერის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც რუსთავის მერიის, ,,ოქსიგენისა“ და საქართველოს თევზჭერის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
,,რუსთავში იმართება თევზჭერის ფესტივალი, პირველი დღე დაეთმო სპორტული თევზჭერის მიმართულებას, მეორე დღეს კი უფრო ოჯახური გარემო იქნება, ალბათ ბევრი რუსთაველი მოვა შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ამ უნიკალურ ტბაზე რუსთაველებს ექნებათ შესაძლებლობა დაიჭირონ თევზი, გაერთონ და განიტვირთონ. ძალიან ბევრი გვწერდა, მათ შორის სოციალურ ქსელშიც ბევრი გვთხოვდა, რომ პარკში არსებული ტბის შესაძლებლობა ამ მიმართულებით გამოყენებულიყო. რუსთავის მერია ხელს შეუწყობს იმას, რომ შაბათ-კვირა განსაკუთრებულად იყოს დატვირთული სხვადასხვა ღონისძიებებით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
,, ეს გახლავთ რუსთავის მერიის და Oxygen Fest-ის მეორე პროექტი - სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ორდღიანი ფესტივალი. ფესტივალის პირველი დღეს ტარდება ტურნირი სპორტული თევზჭერის სხვადასხვა სახეობაში, მეორე დღეს, კი სამოყვარულო თევზჭერაა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ნოზაძემ.
ტურნირის პირველი დღის დასასრულს, პროფესიულ თევზჭერაში 10 საუკეთესო სპორტსმენის, 2022 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, ასევე გამოვლინდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2023-ის წევრები.ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ფიდერით თევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ხუციშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.Oxygen Fest Space Rustavi / Fishing Days - თევზჭერის ფესტივალს, რუსთავის ცენტრალური პარკი 22 და 23 ოქტომბერს მასპინძლობს.