ნინი ქარსელაძე დედის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

ხათუნა ჟორდანია

მომღერალი, ნინი ქარსელაძე დედის, ხათუნა ჟორდანიას შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

"ყოველი კვლევა და კარგი პასუხებით გამოსვლა, ჩვენთვის კიდევ ერთი ახალი გამარჯვებაა"-წერს ნინი.

ხათუნა ჟორდანიამ, ერთ-ერთ ინტერვიუში  ისაუბრა, როგორ გადალახა განსაცდელი და რთული პერიოდი:

„მე ღმერთმა მაჩუქა ჩემი ოჯახი, პირველ რიგში, ზურა, რომელიც ალბათ მართლა ღმერთის საჩუქარია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე ცხოვრებაში. მან ძალიან გამიადვილა ეს მძიმე პერიოდი. ნინი და ანასტასია ის ორი ადამიანია, რომელმაც სული ჩამიდგა, მომცა სურვილი იმისი, რომ მებრძოლა, გადამელახა სიძნელეები და ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად გამეგრძელებინა.

როცა დიაგნოზი გავიგე, საოცარი სურვილი გამიჩნდა, რომ მეცოცხლა, შვილთაშვილებს მოვსწრებოდი… პირველი დიაგნოზი რომ მითხრეს, მეგონა, რომ ერთ კვირაში შეიძლებოდა, აღარ ვყოფილიყავი. ნინი შეუვალია, როცა მე მეხება რამე… ნინი ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგი გახდა, ისეთ რჩევებს აძლევს ადამიანებს.

გადავწყვიტე, ნამკურნალებზე ყველაფერი დამეხია და გადამეყარა, ვიპოვე ფურცელი, სადაც წერია, მეოთხე სტადიის სიმსივნე… ნინის დავურეკე, რა, მეოთხე სტადია მქონდა-მეთქი?“,- ამბობდა ხათუნა ჟორდანია.